Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ინტუიცია გვკარნახობს, რომ საერთაშორისო აგენტოკრატების მიერ მართული ეს რაოდენობა სწრაფი ტემპით დაიწყებს კლებას – დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტარებზე

მარშალ პრესი 24/01/2024
დავით ქართველიშვილი

„ევროპარლამენტს წარედგინა რეზოლუციის ტექსტი, სადაც გაჟღერდა მოწოდება „უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თავის უფლებებში შეზღუდვის” თაობაზე,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს და დასძენს, რომ პროცესები, რომელიც ბრიუსელში მიმდინარეობს გავს ფრანგულ სამეფო კარს, სადაც არავინ იძახის სიმართლეს.

„საინტერესო ინფორმაცია მოვიდა ბრიუსელიდან. ორიოდე დღის წინ, საქართველოს დიდმა მეგობარმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი „უკვე დიდი ხანია დაემსგავსა ფრანგულ სამეფო კარს, სადაც არავინ იძახის სიმართლეს და მხოლოდ ინტრიგების ხლართვითაა დაკავებული”.

მისივე აზრით, ევროჩინოსნების უმეტესობამ შექმნა რაღაც „ცალკე (მხოლოდ მათთვის გასაგები), ჟარგონი რეალობის განსახილველად”, რომელსაც უნგრეთის ლიდერმა „ბრიუსელის ქურდული ენა” უწოდა. რა თქმა უნდა, ვიქტორ ორბანის ამ „გამოხტომას” უპასუხოდ არ დატოვებდნენ. ევროპარლამენტს წარედგინა რეზოლუციის ტექსტი, სადაც გაჟღერდა მოწოდება „უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თავის უფლებებში შეზღუდვის” თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტები ატარებენ არა იურიდიულ, არამედ სარეკომენდაციო ხასიათს – საინტერესოა კენჭისყრის შედეგები: 705 ევროდეპუტატიდან აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 345-მა (თითქმის 49%-მა).

ინტუიცია გვკარნახობს, რომ საერთაშორისო აგენტოკრატების მიერ მართული ეს რაოდენობა სწრაფი ტემპით დაიწყებს კლებას დროის სულ უფრო მოკლე მონაკვეთში…“ – წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: თინა ხიდაშელი საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობას რომ აკრიტიკებს, მაშინ, როცა მისი NGO ტაივანიდან ფინანსდება – თამარ ჩიბურდანიძე
Next: „TBC ბანკის“ დავალიანების გადახდევინების მიზნით 1085 უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა – მამუკა ხაზარაძე, ახლა უკვე პოლიტიკური მევახშე, ხალხის საჭიროებებსა და მათი ინტერესების დაცვაზე საუბრობს, მეტიც, ამაზე სხვებს მიუთითებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.