Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმდა

მარშალ პრესი 24/01/2024
MFA09690

2024 წლის 24 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით.

შეთანხმებას ქართული მრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ხოლო საუდის არაბეთის მხრიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰანმა.

შეთანხმების თანახმად, მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლებიც პერიოდულად გამართავენ სხდომებს და კონსულტაციებს.

დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნა 2022 წელს, საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის შეხვედრაზე გადაწყდა.

Post navigation

Previous: ოპოზიციაში დღეს მყოფი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი რუპორი ჟურნალისტების თავხედობა იქამდე მიდის, რომ საკუთარ გაფუჭებულ საქმეს და მის შედეგებს დღევანდელ ხელისუფლებაზე შეხოცვას ცდილობენ
Next: თინა ხიდაშელი საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობას რომ აკრიტიკებს, მაშინ, როცა მისი NGO ტაივანიდან ფინანსდება – თამარ ჩიბურდანიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.