IMG.GE IMG.GE

ისნის რაიონში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძეს მისი საათი აჩუქა, რომელიც ტელეკომპანია “იმედი”-ს სტუდიაში დატოვა.

კახა კახიშვილის თქმით, საათი, რომელიც მან ვაშაძეს აჩუქა, გამოყენებულია მის საარჩევნო კლიპში, თითქოს მას დიდი ღირებულება გააჩნია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მისი ფასი 250 დოლარია.

კახა კახიშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძე ისნის რაიონიდან მაინც ვერაფერს წაიღებს ამ საათის გარდა და შეუძლია კოლექცია შეაგროვოს, მის მსგავსად, ირაკლი კობახიძემაც უსახსოვრა საკუთარი საათი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება