Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ტაივანჩიკას” ქმარი ხარ ბიჭო?! – ზურაბ ქადაგიძე დავით უსუფაშვილს

მარშალ პრესი 24/01/2024
ზურაბ ქადაგიძე

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თინა ხიდაშელი ტაივანიდან იღებს დაფინანსებას. ქადაგიძის თქმით, სწორედ ამიტომ ააგორა პროტესტი ოპოზიციამ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, რომ არ გამჟღავნებულიყო მათი დაფინანსების წყაროები.

“ტაივანჩიკას” ქმარი ხარ ბიჭო?!

ფაზლის დეტალებივით ეწყობა ყველაფერი თავის ადგილას…

აი, რატომ გადაიხსნეს “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტზე ვენები?!

გამჭირვალე გახდებოდა ვინ ტაივანიდან და ვინ ფხენიანიდან ფინანსდება…

ამიტომაცაა, რომ ხიდაშელი განსაკუთრებული “ჩინოფობიით” გამოირჩევა. განა ჩინეთს ან მის პოლიტიკას სწუნობს, უბრალოდ ტაივანის სეპარატისტულ მხარესთან თანამშრომლობს…

ისე, ტაივანიდან დაფინანსების მიღება იგივეა, რაც სოხუმის ან ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმებისგან ფულს იღებდეს ვინმე და საქართველოს ამუნათებდეს, ავტოკრატიააო…

თუმცა, ამ ჯიბის პოლიტიკოსებს, ჩინეთიც ფეხზე ჰკიდიათ და საქართველოც. მთავარია ფული აიღონ და კიმ ჩენ ინთანაც ითანამშრომლებენ.

“ვირთხების რბოლა” აქვთ გამართული – “რასაც ფულით ვერ იყიდი, უფრო ბევრი ფულით იყიდი” -ოს პრინციპით და გულწრფელად მინდოდა მეკითხა:
სინდისი არ გაწუხებთ-მეთქი, მაგრამ რაც არ გაქვთ, რა შეგაწუხებთ?!” – წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება კატასტროფაა, ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა – მამუკა ხაზარაძე
Next: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.