Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების გამო, ისნის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

მარშალ პრესი 08/05/2022
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

9 მაისს, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოები ჩატარდება და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ასევე დამონტაჟდება ჩაკეტ-მარეგულირებელი ურდულები. სამუშაოების გამო ისნის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, კაჩინსკის ქუჩის ნაწილს, ბოჭორმის, ლუსინიანის, შავ სოფლის, ბოდბის, ისნის, ზახაროვის, არბოშიკის, იალბუზის, პატარძეულის, უჯარმის, დოლაბაურის, მეტეხის, თელავის, ჩეხოვის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, სოლომონ ბრძენის, მაჭრის, მუკუზანის, 300 არაგველის, დუტუ მეგრელის ქუჩებს და ღვინის აღმართს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

Post navigation

Previous: სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ სპეკულირებისგან
Next: ჰონგ-კონგის ახალ ლიდერად ჯონ ლი აირჩიეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.