Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობა” უნდა აიკრძალოს და გასამართლდეს, ეს ბოროტი სექტა საფრთხეს უქმნის საქართველოს

მარშალ პრესი 24/01/2024
გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ “უნდა მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის, არამედ იმ დანაშაულებისთვისაც, რომლებსაც ისინი 2012 წლიდან დღემდე სჩადიან.”

ანალიტიკოსის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ისევე უნდა აიკრძალოს, როგორც კომუნისტური პარტია, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს, ებრძვის ეკლესიას, ტრადიციებს და ფასეულობებს.

“1991 წელს საქართველოში აიკრძალა კომუნისტური პარტია. საკმაოდ დაგვიანებულია, მაგრამ მოსახდენია – “ნაციონალური მოძრაობა” უნდა აიკრძალოს და გასამართლდეს. ეს ბოროტი სექტა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს, ებრძვის ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ხალხს, ტრადიციებსა და ფასეულობებს. ამასთან 2012 წლამდე ამ ფსევდოლიბერალმა ფაშისტებმა უამრავი ბოროტება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას.

პასუხი უნდა მოეთხოვოთ ნაცჯალათებს! ეს თემა აღარ უნდა გადაიდოს!” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ჩვენ ვითხოვთ, რომ არჩევნების შემდეგ უცილებლად მოხდეს რეჟიმის, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლება თავისი ანასხლეტებით
Next: 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.