Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის ოპოზიციის პოლიტიკური “კამასუტრა”, სადაც ძირითადი “პროცესის” ხელუხლებლად დატოვების გარეშე, მხოლოდ “პოზების” მრავალფეროვნებით ცდილობენ ამომრჩეველთა გაოცებას

მარშალ პრესი 24/01/2024
დავით ქართველიშვილი

“ეს არის ოპოზიციის პოლიტიკური “კამასუტრა”, სადაც ძირითადი “პროცესის” ხელუხლებლად დატოვების გარეშე, მხოლოდ “პოზების” მრავალფეროვნებით ცდილობენ ამომრჩეველთა გაოცებას,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოპოზიციას მესამე ძალის შექმნის არანაირი რესურსი არ გააჩნია და მხოლოდ ცრუ გაერთიანებებით და მსგავსი აქტივობებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

“ხალხის ძალის” დღევანდელი განცხადებიდან პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთი ძირითადი ასპექტი. მერვე წელია მიმდინარეობს ჩვენი საზოგადოების მიზანმიმართული “დაბოლების” პროცესი, რომელიც დაკავშირებულია “ნაცმოძრაობისაგან” ისეთი თითქოსდა “გამიჯვნის” მცდელობებთან, რომელიც ითვალისწინებს “ფასადის” კოსმეტიკურ შეკეთებას, ახალი სახელწოდების მიკერებას, “ფუნდამენტისა” და “სახურავის” ძირეული სარემონტო სამუშაოების გარეშე. მე მახსოვს სააკაშვილის რეჟიმის მიერ რუსეთის ტურისტებისთვის საბაჟოზე შემოღებული ანკეტები: “თვლიან თუ არა ისინი საქართველოს რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ქვეყნად”. პირადად არ მინახავს, მაგრამ მსმენია მსგავსი ანკეტების შესახებ დღეს, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში საბანკო ანგარიშების გახსნის შემთხვევაში. მ

აგრამ… …სადაა – “საქართველოსთვის”, “ევროპული საქართველოს”, „ლელოს“, “ვაშაძის დაღმაშენებლების”, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიის“ – ღიად დაფიქსირებული პოზიცია, “მათი მხრიდან” არა (!), იმ ცუდი “ნაცმოძრაობის” მიერ (რომელთანაც არანაირი “კავშირი არ გააჩნიათ”) როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის უკლებლივ ყველა მუხლის უხეშ დარღვევაზე ( რაც “მურუსიძემ” – არა, სტრასბურგმა დაადასტურა), ასევე ჩადენილი სამშობლოს ღალატის მთავარ ეპიზოდებთან (2004-2006-2008-2009 წ.წ.). ამ საკითხებთან პოზიციის დაფიქსირების გარეშე, მათი პოლიტიკური “კამასუტრა”, სადაც ძირითადი “პროცესის” ხელუხლებლად დატოვების გარეშე, მხოლოდ “პოზების” მრავალფეროვნებით ცდილობენ ამომრჩეველთა გაოცებას – არანაირ “მესამე ძალის” ჩამოყალიბებას მათი მხრიდან, ამ არაჩლუნგების უმრავლესობით (მადლობა ღმერთს) წარმოდგენილ საზოგადოებაში, არანაირი შანსი არ გააჩნია. ამ ქვეყანაში აღარ ბნელა, ვისაც თვალის გახელა შეუძლია, ამაში ადვილად დარწმუნდება,” – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: 2024 წლის არჩევნები იძლევა უნიკალურ შანსს, სრულიად გადაიტვირთოს ქართული პოლიტიკა. პარაზიტიზმი, აგენტოკრატია და კვაზი-ოპოზიციონიზმი უნდა დასრულდეს
Next: ჩვენ ვითხოვთ, რომ არჩევნების შემდეგ უცილებლად მოხდეს რეჟიმის, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლება თავისი ანასხლეტებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.