IMG.GE IMG.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საბოტაჟის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება.

დღეს დაბარებულ პირებთან უსაფრთხოების სამსახურში კითხვები ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში კორონავირუსის თემასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე აქვთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა უკვე დატოვა მარნეულში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გივი ქველაძემ.

„20 ივნისს ყოფილა რაღაც სიუჟეტი გასული „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით, როდესაც გავიდა ინფორმაცია, რომ ვიღაც მოქალაქეებს ფული შესთავაზეს, რაღაც ინფორმაციის სანაცვლოდ. აინტერესებდათ, მე რატომ მოვყევი კადრში. ინფორმაცია ყველას აქვს. ჩაიხანაა, ბაზარია, მაღაზიაა ყველა ამას ლაპარაკობს, რომ ვიღაცას ფული შესთავაზა გამგეობის თანამშრომელმა, მაგრამ მე ვერ ვადასტურებ, პირადად მე არ მაქვს ეს ინფორმაცია“, – განაცხადა გივი ქველაძემ.

სუს-ის შენობაში ასევე იმყოფებოდა ჟურნალისტი ნინო ჭელიძე, რომელსაც კითხვები „ფეისბუქის“ მის სტატუსთან დაკავშირებით დაუსვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „მთავარი არხის“ სიუჟეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით სიცრუეზეა აგებული.

„სიუჟეტში საუბარია თითქოსდა, მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, მედპერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას (3000-დან 10000 ლარამდე) სთავაზობენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება