სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელიც ეხება თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს მომხდარ დაპირისპირებას და სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეების მიმართ შესაძლო ძალადობის შემთხვევას.
“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეების გამოსახლებისა და ამის პარალელურად, საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
