Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ხალხის ძალა“ არ აყენებს საკითხს, ვინ დაიწყო ომი, საუბარია, როგორ შეიქმნა წინაპირობები, რა იყო პოლიტიკური ვითარება, სად იყო შეცდომა თუ ღალატი

მარშალ პრესი 23/01/2024
ვოლსკი

„ხალხის ძალა“ არ აყენებს საკითხს იმის თაობაზე, ვინ დაიწყო ომი. საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიქმნა წინაპირობები, რა იყო პოლიტიკური ვითარება, სად იყო შეცდომა თუ ღალატი, მით უფრო, იმ განცხადების მერე, რაც მოვისმინეთ, თითქოს 2008 წელს საქართველო ახლოს იყო ნატო-სთან, ხოლო დღეს უკრაინა არის ახლოს ნატო-სთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ხალხის ძალის“ განცხადების წინაპირობა ამან წარმოშვა.

„არ მიმაჩნია, რომ ამ თემას დავუბრუნდეთ. საქართველოში პოლიტიკური ვითარებაა ისეთი, რომ ეს აუცილებლად განხილული იქნება როგორც პოლიტიკური სპეკულაცია, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ამის მომხრე იქნებოდა. ჩვენ საკმაოდ დიდი და სერიოზული ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა საერთაშორისო სასამართლოების დონეზე ჩვენი სიმართლეც დაგვემტკიცებინა, რუსეთიც გამტყუნებულიყო. არა მხოლოდ სტრასბურგის, არამედ ჰააგის სასამართლომაც ეს დაადასტურა. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, როცა ომი გარდაუვალი იყო და ყველა ნიშანი ჩანდა, რომ რუსეთი აგრესიას აპირებდა, ხელისუფლებამ რატომ არ მიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს, რატომ არ გამოიყვანეს მოსახლეობა, რატომ შეიქმნა ისეთი გარემოება, როცა საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებას ვერ მიაღწია, რატომ დაგვჭირდა წლები იმ მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომელიც არსებობდა და საეჭვო ვითარებაში იყო გაფანტული. ამ ეჭვებს საფუძველი აქვს. არ არის საჭირო, ამ თემას ახალი განვითარება და იმპულსი მიეცეს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: დავით უსუფაშვილის თქმით, მისი ცოლი დაფინანებას იღებს ამერიკიდან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან და ტაივანიდან
Next: გახარიამ და ნაცმოძრაობამ გადაწყვიტეს პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ ხალხს და ურთიერთდაპირისპირება გაითამაშონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.