Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად ჩასატარებელია იმიტომ, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს და, ასევე, მსგავსი არავინ აღარ გაბედოს საქართველოში

მარშალ პრესი 23/01/2024
ხუნდაძეე

„2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად ჩასატარებელია, რამეთუ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თუ კითხვის ნიშნები დარჩა, შესაძლოა, ეს ოდესმე წამახალისებელი გახდეს სხვა, უპასუხისმგებლო ხელისუფლებისთვის“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილი, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და ამ მხრივ, იმდროინდელი ხელისუფლების, „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ არსებულ კითხვებს ეხება, კიდევ ერთხელ განმარტა.

„გასაგებია რისთვის სჭირდებოდა რუსეთს 2008 წელს ომი საქართველოში, მაგრამ გაუგებარია რისთვის სჭირდებოდათ ომი მიხეილ სააკაშვილსა და მის პატრონებს. ეს კითხვის ნიშანი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ რეალობაში, როდესაც ახლაც საკმაოდ დიდი მცდელობა იყო სააკაშვილის, მისი პოლიტიკური გუნდისა და მათი პატრონების მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით. ამიტომ, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები უნდა იყოს გაცემული, ერთი იმიტომ, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს და მეორე – მსგავსი არავინ აღარ გაბედოს საქართველოში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: დადგა დრო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმე იყოს გამოძიებული – სოზარ სუბარი
Next: დავით უსუფაშვილის თქმით, მისი ცოლი დაფინანებას იღებს ამერიკიდან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან და ტაივანიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.