Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ვინ მართავდა ჩვენს ყოფილ ხელისუფლებას, საიდან იღებდა სააკაშვილი იმ საბედისწერო დავალებებს, რომელსაც მოჰყვა 2004-06-08 წლებში ჩადენილი მათი ქმედებები

მარშალ პრესი 23/01/2024
დავით ქართველიშვილი

„2006 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა სანკტ-პეტერბურგში დსთ-სამიტზე, შეხვდა პუტინს და ჩატარდა ბრიფინგი (სხვათა შორის, ერთ-ერთი უკანასკნელი ბრიფინგია, სადაც პუტინმა აღიარა თავისი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ), მაგრამ სანკტ-პეტერბურგიდან სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე კვირაში დაწყებული ბლიცკრიგი კოდორზე პასუხგაუცემელია“,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, მის ყოფილ ხელისუფლებას ვინ მართავდა, საიდან იღებდა სააკაშვილი იმ საბედისწერო გზავნილებს თუ დავალებებს.

„2006 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა სანკტ-პეტერბურგში დსთ-სამიტზე, შეხვდა პუტინს და ჩატარდა ბრიფინგი (სხვათა შორის, ერთ-ერთი უკანასკნელი ბრიფინგია, სადაც პუტინმა აღიარა თავისი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ), მაგრამ სანკტ-პეტერბურგიდან სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე კვირაში დაწყებული ბლიცკრიგი კოდორზე პასუხგაუცემელია.

რატომ შევედით? ვინაიდან ამ შესვლით დაირღვა მოსკოვის ხელშეკრულება, რომელიც კრძალავდა საქართველოს ამ რეგიონში მილიტარისტული ზრახვების განხორციელებას. როდესაც, ჩვენ დავუბრუნდებით იმ ევრო რეზოლუციას 16-33 (რომელიც, უკვე ზეპირად ვიცით) ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ანტიქართული რეზოლუცია 17-16, რომელიც 2006 წლის 13 ოქტომბერს გამოსცა გაეროს უშიშროების საბჭომ, სადაც მკაფიოდ დაიწერა, რომ დიახ, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის ხელშეკრულება. ამ რეზოლუციით და მისი მკაცრი ტონიდან გამომდინარე, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა კოდორთან მიმართებით, რაც მან უსირცხვილოდ განახორციელა 2008 წელს, მაგრამ ვინ ჩაუყარა ამას საფუძველი? რა თქმა უნდა, სააკაშვილმა.

არ დავინტერესდეთ, რამ უბიძგა სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოსულ სააკაშვილს, რომ ამ ხელშეკრულების დარღვევაზე წასულიყო მიზანმიმართულად? სხვათა შორის, ყველაზე მკაფიო განცხადება 2006 წლის ივლისში გააკეთა უსუფაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო პირდაპირ რუსეთის დაგებულ ხაფანგში საქართველოს ხელისუფლების შესვლა. ეს არის ის პროვოკაცია, რომელსაც ძალიან შორს მიმავალი ნაბიჯები მოჰყვება. უსუფაშვილი 2006 წელს მართალი იყო, როგორ არ დავეთანხმო, სხვა არის დღეს რას ფიქრობს და ვისთან მეგობრობს.

2008 წლის ივლისში ჩამოდის კონდოლიზა რაისი და რამდენიმე დღეში ვიწყებთ იმ პროვოკაციებს, რომელსაც მოყვა ჩვენი უახლოეს ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედია. ამ წლების განმავლობაში, ვინ მართავდა ჩვენს ყოფილ ხელისუფლებას, საიდან იღებდა სააკაშვილი იმ საბედისწერო გზავნილებს თუ დავალებებს, რომელსაც მოჰყვა 2004-06-08 წლებში ჩადენილი მათი ქმედებები და რომლებიც გამოსაძიებელია. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობას აქვს ამის უფლება, რომ ეს ყველაფერი იცოდეს“,– განაცხადა ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: დღეს რაც ხდება ამ ჩინურ-ტაივანურ თემასთან დაკავშირებით, არის ქართული სირცხვილი, თუმცა ასახსნელი სირცხვილი – არ შეიძლება ყველა ფულს მოკიდო ხელი
Next: დადგა დრო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმე იყოს გამოძიებული – სოზარ სუბარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.