გახარიას პარტიის დაფინანსების საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, მოჩანს ყოფილი პრემიერისა და კეზერაშვილის ალიანსი – თამტა მეგრელიშვილი

424
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ის გვერდზე დავით კეზერაშვილის მიერ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსების საკითხს ეხმიანება.

თამთა მეგრელიშვილის თქმით, ახალი პარტიის დაფინანსების საკითხი ძალიან ბუნდოვანია და თუ კითხვებს სწრაფად არ გაეცემა პასუხი, ეს იქნება ღიად დეკლარირებული ალიანსი.

,,კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება გახარიას პარტიის დაფინანსების საკითხი და დროის გასვლასთან ერთად მოჩანს ყოფილი პრემიერისა და კეზერაშვილის ალიანსი. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბოკერიას პარტია ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამიტომ, ახალი პარტიის მხრიდან თუ სასწრაფოდ არ გაეცა კითხვებზე პასუხები, ეს იქნება ღიად და დეკლარირებულად ამ ალიანსის დადასტურება“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება