IMG.GE IMG.GE

ეს კრიზისი არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ,- ამ სიტყვებით მიმართა  პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს.

ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, სადაც პატარა საქართველოს შეუძლია თავისი ფუნქცია შეასრულოს, საკუთარ სახელმწიფოში სწორად მართოს ის რისკები, რომელიც მოაქვს ვირუსს, შეძლოს ვირუსის შეჩერება, მოქალაქეების მკურნალობა. მინდა მოგახსენოთ, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი ჩვენთან. საქართველოში ეს იყო უკიდურესად მოულოდნელი დარტყმა და გამოწვევა თითოეული ჩვენგანისთვის. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამ კრიზისის ყველაზე სამწუხარო ნიშანი გახლავთ პროგნოზის შეუძლებლობა. შეუძლებელია სისტემურ ცოდნაზე დაყრდნობილი პროგნოზი გქონდეს იმის, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური. ეს არის ყველაზე დიდი მდგენელი ამ კრიზისის, რომელიც ყველას გვაიძულებს ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი, ვიყოთ უკიდურესად სოლიდარულები ერთად ვებრძოლოთ გლობალურად ამ გამოწვევას. ჩვენ ამაში დავინახეთ ჩვენი ფუნქცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება