Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ – ერთად გავაკეთოთ ეს ისტორიული და საშვილიშვილო საქმე“

მარშალ პრესი 23/01/2024
ზურაბ აზარაშვილი

„დარწმუნებული ვარ სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს გვამოძრავებს ერთი მიზანი და ინტერესი, ქვეყანას ჰქონდეს სახელმწიფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, სამეცნიერო საქმიანობის რეგიონული ჰაბი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში უკვე დასაქმდა. მისივე თქმით, სხვა კლინიკებში დასაქმებასა და უპრეცედენტო, ღირსეულ კომპენსაციას სთავაზობენ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დარჩენილ სხვა თანამშრომლებსაც.

„რამდენიმე თვის წინ, თანამშრომელთა ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ. მაგალითად რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს და იქ გვიდგანან გვერდში. ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ, აქაც მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის განხორციელების ნაწილში ისინი ჩვენ გვერდში იყვნენ და ერთად გავაკეთოთ ეს ისტორიული და საშვილიშვილო საქმე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Post navigation

Previous: 2008 წლის ომის საქმის გამოძიების დაწყების ინიციატორი, ვინ, თუ არა, „ხალხის ძალაა“, როგორც ყველაზე ეროვნული და გაბედული ძალა
Next: როზნერი „ლელოში“ ე.წ. მესამე ძალის გასაძლიერებლად გამოგზავნეს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მთელი ოპოზიციის ხმები ერთ „ნაცმოძრაობის“ ყულაბაში ყრია და ვერაფერს მიამატებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.