Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე დამნაშავეს ბრალდება წარუდგინა

მარშალ პრესი 07/05/2022
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 მაისს ბრალდებულმა დაბა ასპინძაში შურისძიების მოტივით, ყელის არეში დანა დაარტყა მისსავე თანასოფლელს, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ბრალდებული ასევე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად სცემდა მეუღლეს და არასრულწლოვან გერს.

პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 11 პრიმა, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა, დ და კ“ ქვეპუნქტებით (სისტემატური ცემა დამამძიმებელ გარემოებებში) ბრალდება წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Post navigation

Previous: კარლ ჰარცელი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: არ ვარ ექიმი, არ ვარ ფაქტების მცოდნე, მაგრამ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები მიიღება დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე
Next: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: თბილისის აეროპორტში მდგარი თვითმფრინავი რეგისტრირებულია მალტაში და მის ოპერირებას ახორციელებს ავიაკომპანია Blue Square Aviation Group Malta Ltd

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.