Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გადახედეთ ოპოზიციის წარსულს ან აწმყოს, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას რაიმე პოზიტიური მოუტანონ

მარშალ პრესი 22/01/2024
ვოლსკიიიი

ოპოზიცია რა ფორმაში და რის ფორმაშია? ოპოზიციის წარსულს ან აწმყოს გადახედეთ, როგორ შეიძლება, მათ წარმატება ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციას ქვეყნისთვის არცერთ ეტაპზე არანაირი პოზიტივი არ შეუქმნია.

„წარსულში საქართველოს მიწები გასცეს, ოკუპაცია მნიშვნელოვანწილად შეცდომების გამო იყო განპირობებული და სისტემა შექმნეს, რომელიც ადამიანის დაჩაგვრას და მისთვის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის წარმართვას ითვალისწინებდა. ყველაფერზე ხელი მოაწერეს და თურმე ეს კარგი ყოფილა. დღესაც ამბობენ, რომ მართვის ეს სისტემა კარგი იყო და მომავალში დესტაბილიზაციასა და არეულობას აანონსებენ. როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას რაიმე პოზიტიური მოუტანონ? ყველა დარაზმული იყო, რათა კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს აერთიანებთ, დანარჩენი ეკლექტიკაა. ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს. როგორ შეიძლება, მათ წარმატება ჰქონდეთ?“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: 2024 წელს დაქსაქსულ და დასუსტებულ ოპოზიციას მხოლოდ დამარცხება ელოდება – ლადო ბოჟაძე
Next: გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, დედაქალაქის მერიაში შესული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.