Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშკარად ჩანს, რომ მიზანმიმართული ბრძოლაა სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი ხელით იმართება, ამას საზოგადოება ხვდება

მარშალ პრესი 22/01/2024
კახა კალაძე

ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება არსებულ რეალობას და კარგ ანალიზსაც აკეთებს, ვინ ვინ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„არის კონკრეტული ფაქტები და ქმედებები, რომ ეს ადამიანები ებრძვიან ეკლესიას, სარწმუნოებას, ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს და მნიშვნელოვანს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს – ჩვენი კულტურა, წარსული, ჩვენი ადათ-წესები. რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო მათი ქმედებებიდან. ასეთი უმსგავსო ფაქტი მოხდა და ხმა არ ამოუღია არავის. არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება არსებულ რეალობას და კარგ ანალიზსაც აკეთებს, ვინ ვინ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და ვისი ხელით იმართება, ამას საზოგადოება ხვდება.

„გადავხედოთ წლების წინ მათ ქმედებებს. აშკარად ჩანს, რომ მიზანმიმართული ბრძოლაა სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ. მგონია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი ხელით იმართება, ამას საზოგადოება ხვდება და ანალიზსაც აკეთებს. ამიტომ, ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ფონდი „ქართუ“ ინფრასტრუქტურულ და საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს და მისი საბოლოო ბენეფიციარი სახელმწიფო და ხალხია
Next: პოლიციამ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.