Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„მე მგონია, რომ მაინც იქნება შემოტევები და ზეწოლა – კახა კალაძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 21/01/2024
კახა კალაძე~

აქ არ არის მხოლოდ პარტიულ ინტერესებზე საუბარი და ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივარ, პარტიაზე მაღლა დგას რაღაც, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზე ვსაუბრობთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება შეაფასა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციის მხრიდან ისეთივე შემოტევა იქნება, როგორც 2020 წელს.

„მე მგონია, რომ მაინც იქნება შემოტევები და ზეწოლა. გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნები, როგორი ზეწოლა იყო – გვაბრალებდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. წარმოიდგინეთ, იმ დონეზე მივიდნენ და ისიც კი იკადრეს, რომ პარალელური დათვლები გააყალბეს და ამით უნდოდათ ქვეყანაში რევოლუცია მოეწყოთ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ე.წ. მეგობრებისთვის მისაღები არ არის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც რაღაცას უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი. ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

Post navigation

Previous: ჩვენ დავინახეთ ერთგვარი სასოწარკვეთილება ოპოზიციაში – ირაკლი კობახიძე
Next: უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა, ეს ქმნის თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.