იაგო ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ტყვე, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაშია
„ჩემი აზრით, ხალხი, რომელიც მიშას ციხეში გადაყვანასა და არ გადაყვანაზე ღელავს, ერთი კვირით მაინც უნდა გაუშვა ციხეში, კარი დაუკეტო მნიშვნელობა არ აქვს სად, კარანტინში მაინც უნდა გადაიყვანო ერთი ორი კვირით და მერე „მიშა კომფორტულ მდგომარეობაშია და სამოთხეშია“ – საუბარს მოუკლებენ. მიშა ტყვე არის, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, როგორ გალიაში ზის, ის მაინც ტყვეა და არ შეიძლება, ტყვეს წამოაძახო, რომ ის კარგ მდგომარეობაშია და ითხოვდე მისი მდგომარეობის გაუარესებას“,- განაცხადა ხვიჩიამ მათ საპასუხოდ, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი კომფორტულ პირობებშია.
