Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჩვენ თუ წავალთ და რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს, უკრაინის განადგურებას, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ბალკანეთის ქვეყნებში?

მარშალ პრესი 21/01/2024
ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს, რათა უკრაინელები „არ დაეცნენ.“

„როიტერის“ ცნობით, ომში უკრაინის მიტოვების შემთხვევაში მოსალოდნელ სცენარზე აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის მერების კონფერენციაზე, თეთრ სახლში ისაუბრა.

„ჩვენ თუ წავალთ და რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს, უკრაინის განადგურებას, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ბალკანეთის ქვეყნებში? როგორ ფიქრობთ, რა მოხდება პოლონეთიდან უნგრეთამდე და ორბანამდე? სერიოზულად იფიქრეთ ამაზე”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ არაფერია შეერთებული შტატების შესაძლებლობების მიღმა.

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 61,4 მილიარდი დოლარის დაფინანსებას ითხოვს. დაფინანსების პროცესს რესპუბლიკელები ბლოკავენ. კონგრესში რესპუბლიკელები უარს აცხადებენ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე, ვიდრე არ იქნება მიღებული საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების ზომები.

Post navigation

Previous: სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატთან დაკავშირებული ისტერია არასამთავრობო ორგანიზაცია “სოვლაბის“ წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა გააჩაღა, მას შეუერთდა ბექა მინდიაშვილიც
Next: სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით – დავით ბერძენიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.