IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქში წერს:

“აი, ახლა, ამ შუაღამისას, პირველ საათზე ვუსმენ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს და ნერვიულობის და სიბრაზისგან თავი ამტკივდა!
ეს ნაძირალა სააკაშვილი საცოცხლებელი არ არის!
ეს გარეწარი! ეს მოღალატე!
და დანარჩენებიც, – ყველა სამუდამო პატიმრობას იმსახურებს!
ამის პატიება არ შეიძლება! ეს არის საუკუნის დანაშაული!
____________________________________
ახლაც და მომავალშიც არაერთხელ ვეტყვი მადლობას ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს – სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის თავდაცვის მინისტრს მადლობა როგორ ვუთხრა, არც ვაკადრებ, ისედაც ასე უნდა იყოს, მაგრამ აუცილებლად ვეტყვი მადლობას იმ სიჯიუტისთვის, რომლითაც ამ უდიდესი პრობლემის მოგვარებას შეუდგა!
ასე იქცევიან პატრიოტები!
ახლაც და მომავალშიც არაერთხელ ვეტყვი მადლობას არქიმანდრიტ კირიონს – მშობლიური მიწის დაცვისთვის მადლობა როგორ ვუთხრა დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარს, ისედაც ცხადია, რომ ამ ლავრაში მოღვაწე ბერი სხვანაირი ვერც იქნებოდა, მაგრამ აუცილებლად ვეტყვი მადლობას იმ სიჯიუტისთვის, რომლითაც შეძრა ზეცა და დედამიწა და ზუსტად შეარჩია გულიანი კაცი, ვისთვისაც უნდა მიემართა იმ რწმენით, რომ გულსგარეთ არ გაატარებდა საქართველოს მიწის და სულიერების სავანის დაკარგვის საფრთხით გამოწვეულ ტკივილს, რომელიც ბერს სტანჯავდა!
ასე იქცევიან ნამდვილი სასულიერო პირები!
ახლაც და მომავალშიც არაერთხელ ვეტყვი მადლობას ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ზუსტად დაინახა და გააანალიზა საქართველოს მიწების დაკარგვის საფრთხე. მადლობას ვეტყვი იმიტომ, რომ ამჯერადაც აბსოლუტურად სწორად განსაზღვრა, როგორ უნდა ემოქმედათ და მოძებნა ადამიანი, ვისაც შეეძლო ამ საფრთხის თავიდან აცილებაში დახმარებოდა საქართველოს სახელმწიფოს!
ასე იქცევიან სახელმწიფო მოღვაწეები!
ახლაც და მომავალშიც არაერთხელ ვეტყვი მადლობას ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელმაც თავისი ჰობი – რუკების შეგროვება – მამულიშვილურ საქმედ აქცია და საქართველოს სახელმწიფო იმ არგუმენტებით შეაიარაღა, რომელი იარაღიც ისევ ხელისუფლებაში მოკალათებულმა მოღალატეებმა გარეწარი სააკაშვილის მეთაურობით აჰყარა ჩვენს სამშობლოს!
მადლობას ვუხდი დავით ხიდაშელს ამ ღვაწლისთვის! ასე იქცევიან მამულიშვილები!
——————————–
მეგობრებო!
ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით!
არ ვიცით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კიდევ რომელი და რამდენი მონაკვეთი წაშალეს რუკებიდან, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა საზღვრის დამდგენ სახელმწიფო კომისიას!
საქართველოს დასადგენი აქვს საზღვრები არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ სომხეთთან და რუსეთთან!
მოძიებული რუკებით შეიარაღებული საქართველოს სახელმწიფო წელგამართული შევა ყველა მოლაპარაკებაში, საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მეზობლებთან!
ჩვენ გადავრჩით!
გადავრჩით უზარმაზარი ტერიტორიის დაკარგვას და მომავალშიც შევძლებთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღირსეულად დაცვას!
მოღალატე ნაცსექტის და მისი ბელადის, გარეწარი სააკაშვილის ადგილი კი ყველამ კარგად ვიცით, – ნაწილი ციხეში წავა, ნაწილი კი – ისტორიის სანაგვეზე მათი სულიერი მამების – ფილიპე მახარაძის და სერგო ორჯონიკიძის გვერდით!” – წერს მძინარაშვილი.
კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება