Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთათვისაც ის ისტორია, კულტურა და ტრადიციები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია, არაფერს წარმოადგენს

მარშალ პრესი 20/01/2024
გივი მიქანაძე

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთათვის რელიგიური მრწამსი არაფერს წარმოადგენს. როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესს ატარებს.

„სამწუხარო და გასაკვირია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც ეკლესია, რელიგიური მრწამსი, ის ისტორია, კულტურა და ტრადიციები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია, არაფერს წარმოადგენს და მათ აქვთ მხოლოდ ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესები, რომლითაც ისინი მოქმედებენ, –

ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები აბსურდულია და საზოგადოების მხრიდან არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. საზოგადოება ხედავს თუ ვინ დგას ქვეყნის, საზოგადოებისა და ამ ქვეყნის ღირებულებების ინტერესების სადარაჯოზე“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა დონორებს, დაინტერესდნენ რაში ხარჯავენ მათი ქართული ფილიალები ფულს და ხომ არ ეწინააღმდეგებიან ისინი ადამიანის უფლებების სფეროში ჩვენს საერთო ღირებულებებს.

Post navigation

Previous: სახელიც როგორი აურჩევიათ მართლაც მანიპულატორ, არატოლერანტ და სიძულვილის ენით მოსაუბრე ბექა მინდიაშვილს და მის ირგვლივ შემოკრებილ ადამიანებს: “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი”
Next: “ვინ იღებს დასავლეთში ანტდასავლურ (პრორუსულ) გადაწყვეტილებებს? – ნანა კაკაბაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.