ვირუსის 833 ახალი შემთხვევა და 19 გარდაცვლილი – ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოდან

275
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 191 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 183 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 008 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 833 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 346 983-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.91%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 205 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 330 721-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 853 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარა – 63, იმერეთი – 78, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 32, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 76. კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება