IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს.

„უკვე მერამდენედ უნდა გააკეთონ მიმართვა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებმა. ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ შეთანხმება სრულად შესრულებული არ არის. ხაზს უსვამენ დეტალურად მის ორივე ნაწილს. ერთი ნაწილი ნიშნავს საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით და მეორე ნაწილი ნიშნავს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარი გვყავს და სანამ ის არ გათავისუფლდება, „ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს”, –აცხადებს გოცირიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება