IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პანიკიორების, მავნებლებისა და მოღლიცინეების გასაგონად !  გახსოვთ ალბათ, როცა კორონა ვირუსმა პირველი ტალღის დროს პიკს მიაღწია, იქვე გამოცხადდა, რომ ნელნელა კლება იქნებოდა, თუმცა არავის არ უთქვამს რომ ვირუსი საერთოდ გაქრებოდა. ჯერ-ჯერობით მისი დამარცხების 100%-ანი გარანტირებული წამალი არცერთ ქვეყანას არ გამოუგონებია. ისევ და ისევ მთავარ იარაღად ჰიგიენური პირობების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანვა გახლავთ… და კიდევ ერთი უმთავრესი იარაღი არსებობს, რომელსაც ქვემოთ აუცილებლად მოგახსენებთ…

რაც არ უნდა იღლიცინოს და იკივლიოს მავნებლებმა და პანიკიორება, ფაქტია, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ, რომელმაც კრიზისის მართვის მართლაც საოცარი უნარი გამოაჩინა: სწორედ დაგეგმა და აღასრულა სხვადასხვა სფეროში პოსტკრიზისული გეგმები. ცხადია, მიზანმიმართულმა ქმედებების შედგად ქვეყანას დაუგროვდა კოვიდის მართვის გამოცდილება, გააჩნია შესაბამისი რესურსები და მოწყობილია ინფრასტრუქტურა.
უცხოეთმა დიდი ხანია გვაღიარა, რომ საქართველო კორონას წინააღმდეგ სწორედაც, რომ სამაგალითო ქვეყანაა, რა თქმა უფრო სასიხარულო იქნება, როცა საქართველო ასევე ღირსეულად დაძლევს პანდემიით გამოწვეულ კრიზისს და დააყენებს ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური განვითარების რელსებზე.
ახლა კი პანდემიის ბრძოლის წინააღმდეგ მთავარი იარაღის შესახებ-როგორც პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრძანა, ეს არის პატრიოტიზმი, ესა არის მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა!
ჩვენს მიერ უმკაცრესად უნდა იყოს დაცული დაწესებული რეგულაციები!
გაუვფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს!
ამ ეტაპსაც დავძლევთ, აქაც გავიმარჯვებთ!” – წერს ნიკოლეიშვილი.
კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება