Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად 2 ადამიანი დააკავეს

მარშალ პრესი 07/05/2022
სპეცოპერაცი

ვარკეთილში თითქმის 5-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად 2 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ძმები – ბექა და გიორგი შენგელიები ძებნაში იყვნენ. შუამთის ქუჩაზე კრიმინალური პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

სპეცოპერაცია უკავშირდება 15 აპრილს მომხდარ ავარიას, რა დროსაც ავტომობილი, რომელშიც ძმები იმყოფებოდნენ, შეეჯახა საპატრულო პოლიციის ავტომობილს, რის შედეგაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. ამის შემდეგ ძმები 3 კვირის განმავლობაში ძებნაში იყვნენ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ავტოავარიამდე ზუგდიდში დაჭრის ფაქტი მოხდა, რომელშიც სწორედ ძმები შენგელიები ფიგურებდნენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათზე გამოძიება, რამდენიმე დღის შემდეგ მათ პოლიცია გამოედევნა, რა დროსაც ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს განზრახ დაეჯახნენ.

Post navigation

Previous: ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის 25 წევრი დააკავა
Next: კარლ ჰარცელი: ჩვენ, სხვებთან ერთად სოლიდარობით ვდგავართ უკრაინისა და მისი მოსახლეობას მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.