Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რეალური ისტორიები ყოველთვის შეგვახსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს

მარშალ პრესი 20/01/2024
ვატო შაქარიშვილი

9 წლის წინ, ამ დღეს ააფეთქეს საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი. „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა, ჯერ უდანაშაულო შვილი ჩაუცხრილა შუა ქუჩაში, შემდეგ კი, უკვე ხელისუფლებიდან ჩამოშორებულებმა მოახერხეს არაადამიანური სისასტიკით გასწორებოდნენ შვილმოკლულ მამას, რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლის გამო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვატო შაქარიშვილის თქმით, რეალური ისტორიები ყოველთვის შეგვახსენებენ თუ რა საშინელი პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს.

„9 წლის წინ, ამ დღეს ააფეთქეს საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი. ნაც-მოძრაობის რეჟიმმა, ჯერ უდანაშაულო შვილი ჩაუცხრილა შუა ქუჩაში, შემდეგ კი, უკვე ხელისუფლებიდან ჩამოშორებულებმა მოახერხეს არაადამიანური სისასტიკით გასწორებოდნენ შვილმოკლულ მამას, რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლის გამო…
ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ რა მიზნით და რა სახელწოდების ორგანიზაციების შექმნა გვიწევდა სააკაშვილის რეჟიმის წლებში… არასამთავრობო ორგანიზაცია – გადაარჩინე სიცოცხლე… თუნდაც, მხოლოდ ამ ოფისის არსებობა მეტყველებს იმაზე თუ რა საშინელი პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ეს სახელი, ეს რეალური ისტორიები ყოველთვის შეგვახსენებს, რომ ისინი ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დაბრუნდნენ! ერთად, ცალ-ცალკე თუ ახალი კონფიგურაციებით ამას არ აქვს მნიშვნელობა!“- წერს ვატო შაქარიშვილი facebook-ზე.

Post navigation

Previous: დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიასა და მრევლზე თავდასხმისას იხილა, გასცდა აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და საშიშ ზღვარს მიუახლოვდა
Next: ჩემი პოზიციაა, რომ უნდა დავივიწყოთ მიხეილ სააკაშვილი – შალვა პაპუაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.