IMG.GE IMG.GE

„მეც მახსოვს 20 ივნისი, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ეს არის ძალიან მძიმე დღე, ვწუხვარ იმიტომ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, მათ შორის პოლიციელებმა, მიიღეს მძიმე ფიზიკური დაზიანება“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს უსმენენ.

„ასევე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში დასაშვებია სამი საათის განმავლობაშ პოლიციელს რკინებს ურტყამდე, რიგებიდან გამოგყავდეს, ბრბოში სცემდე და დასაშვებია, თურმე, თქვენნაირი პოლიტიკოსებისთვის, რომ შტურმით შემოხვიდე და პოლიტიკური გარემო ამ მეთოდით შეცვალო.

მე მესმის, რომ თქვენ პოლიტიკური ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იყურებით, თუ გინდათ, რომ ამ ამნეზიაზე იმკურნალოთ ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, თქვენს პოლიტიკურ პარტნიორებს ჰკითხეთ და მოგიყვებიან ამბებს „საგმირონისას“ თქვენი პოლიტკური წარსულის, მაგრამ მინდა 20 ივნისი დაიმახსოვროთ, რომ თუ თქვენ გაქვთ რაიმე ტიპის პოლიტიკური პასუხიმგებლობა ამ ქვეყანაში ძალადობით, რევოლუციური გზებით შეჭრა-შემოჭრა არ გაგივათ არასდროს და კიდევ ერთხელ მე პირადად, ირაკლი სესიაშვილი, ძალიან ვწუხვარ 20 ივნისის გამო“, – აღნიშნა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება