Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 19/01/2024
ირაკლი კობახიძე

უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც ჩვენ არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი – ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდოს, შესაბამისად, წინასაარჩევნო პროგრამა აგებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება.

„ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში. 9 თვე არის დიდი დრო, არჩევნებამდე საკმაოდ დიდი პერიოდია დარჩენილი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ არსებული მონაცემები, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და პირველ რიგში, ჩვენ უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე ისეთი შეთავაზებებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა თავიდან ბოლომდე იქნება აგებული იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებასთან.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, სინამდვილეში ოროთახიან პალატაშია მოთავსებული – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე
Next: ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში არის მართლმადიდებელი ეკლესია მისი უწმინდესობის ხელმძღვანელობით. ამიტომაც, ებრძვიან მას ასე გაშმაგებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.