Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავოსში პრემიერსა და მთლიანად, ეკონომიკურ გუნდს ჰქონდათ სერიოზული შეხვედრები უზარმაზარ კომპანიებთან, რომლებიც მზად არიან, რომ საქართველოში ინვესტიციები ჩადონ

მარშალ პრესი 19/01/2024
სოზარ სუბარი

„დავოსის ეკონომიკური ფორუმი არის ერთი მხრივ, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა და მეორე მხრივ, მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ისეთი კავშირების დამყარება, რომლებიც საქართველოსთვის შეიძლება იყოს საინტერესო“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, მაღალტექნოლოგიური კომპანიების შემოყვანა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამას მოჰყვება არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარება, არამედ, კვალიფიციური მუშა-ხელის გაზრდაც და შესაბამისად, განათლების სისტემის განვითარებაც.

„დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ტარდება. დავოსი არის ერთი მხრივ, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა და მეორე მხრივ, მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ისეთი კავშირების დამყარება, რომლებიც საქართველოსთვის შეიძლება იყოს საინტერესო. მაგალითად, საქართველოს ეკონომიკა მთლიანობაში 30 მილიარდ დოლარზე ცოტა მეტია (მშპ-ს ვგულისხმობ), ამ დროს კი იქ ისეთი კომპანიებია წარმოდგენილი, რომელთა ბრუნვა საქართველოს ეკონომიკას მოცულობით შეიძლება ათჯერ აღემატებოდეს.

თითოეულ მათგანთან ურთიერთობის დამყარება და მაღალტექნოლოგიური კომპანიების შემოყვანა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამას მოჰყვება არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარება, არამედ, კვალიფიციური მუშა-ხელის გაზრდაც და შესაბამისად, განათლების სისტემის განვითარებაც. პრემიერსა და მთლიანად, ეკონომიკურ გუნდს უკვე ჰქონდათ რამდენიმე ძალიან სერიოზული შეხვედრა ასეთ უზარმაზარ კომპანიებთან, რომლებიც მზად არიან, რომ საქართველოში ინვესტიციები ჩადონ. საქართველოში, რომ ლიბერალური და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა, ეს აღიარებულია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: საზღვარი აქვს მართლა ყველაფერს! ვიღაც რუსი შარლატანი მატრონა არ იყო საკმარისი და ახლა კიდევ ირმა ინაშვილზე ალოცეთ მრევლი
Next: ეს არის საქართველოს ერთგვარი ბედისწერა – ჩვენ ვართ და ისტორიულად ვიყავით დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.