Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლამ, პირიქით, მრევლის რაოდენობა გაზარდა – ქართული ეკლესია ძლიერდება – თამარ ჩიბურდანიძე

მარშალ პრესი 19/01/2024
თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ეკლესიებში მრევლის მომატებული რაოდენობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა მცდელობამ „შედეგი გამოიღო“ – ტაძრებში მორწმუნეთა რაოდენობა გაიზარდა.

„დღეს, ქართულ მართლმადიდებელ ტაძრებში საგრძნობლად შესამჩნევი იყო მორწმუნე მრევლის რაოდენობა. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლამ, პირიქით, მრევლის რაოდენობა გაზარდა – ქართული ეკლესია ძლიერდება.

ფსევდო ლიბერალებისა და ბოლშევიკების ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგაც კრახით სრულდება. საუკუნეების მანძილზე ბევრად უფრო მძიმე ბრძოლები გადაუტანია ქართულ ეკლესიას და უფლის წყალობით, სარწმუნოება არასოდეს დაუკარგავს.

ეკლესია ძლიერია მაშინ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება სწორ, ეროვნულ პოლიტიკას ატარებს და იცავს სულიერ ღირებულებებს. დღეს ამის საფრთხე არ არსებობს, პირიქით, ხელისუფლება გარანტია ქართული ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნებისა.

სწორედ ამიტომ, ამაოა ურწმუნო ოპოზიციის ყველა მცდელობა, გაანადგუროს ქართული ეკლესია. ეს უზარმაზარი მრევლი არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოში ოდესმე უღმერთობამ და უზნეობამ იზეიმოს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ერთადერთი, რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, არჩევნებში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას – ეკა სეფაშვილი
Next: “არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი”- ირმა ინაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.