Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა და გერმანიის ელჩმა გერმანული გრანტით შეძენილი ახალი სპეციალური ტექნიკა დაათვალიერეს

მარშალ პრესი 19/01/2024
419580699_760534785568818_1232131726757337260_n

საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა შეემატა. უწყებამ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, მათ შორის გერმანული MAN-ის ტიპის მანქანები, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა. ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა დაათვალიერეს. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანიასთან, როგორც საქართველოს გამორჩეულ და მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თავდაცვის სფეროში მჭიდრო, მზარდი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა. მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

სპეციალური ტექნიკის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი დაესწრნენ. 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის „Enable and Enhance Initiative”-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს.

Post navigation

Previous: ქართულ სახელმწიფოს, „ქართული ოცნების“ ჭკვიანი პოლიტიკით, ექნება კარგად გამოკვეთილი, ღირსეული ადგილი ყველა სხვა სახელმწიფოს გვერდით, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის არსებული „ხიდით“ სარგებლობას მოინდომებენ
Next: ერთადერთი, რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, არჩევნებში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას – ეკა სეფაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.