Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ასეთი ლექსიკით ესაუბრება ანა წითლიძე ყოფილ თანაპარტიელებს – ვრცელდება მიმოწერა

მარშალ პრესი 19/01/2024
ანა წითლიძე

ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრი ნაც.მოძრაობიდან მაია კუკავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ანა წითლიძის მიერ, მისდამი გაგზავნილ შეტყობინებას, რომელიც 2023 წლის 12 ოქტომბრით თარიღდება.

ამ მიმოწერის გასაჯაროვებით, მაია კუკავა ხაზს უსვამს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს “ნაც.მოძრაობის” ახალ შემადგენლობას პარტიის სხვა წევრების მიმართ.

“როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგა როგორც ოპოზიციური, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა გაითვალისწინა საკრებულოს უმრავლესობამ და დავინიშნე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანაშემწის პოზიციაზე.

2012 წლიდან, რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, აქტიურად ვიყავი ჩართული უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიბრძოდი იმ ადამიანების გვერდით, ვისიც მჯეროდა. როდესაც ხაბეიშვილი მოვიდა ენმ-ის თავმჯდომარედ, ბევრი რამ შეიცვალა პარტიაში, მიდგომები ერთმანეთის მიმართ, ადამიანური დამოკიდებულებები, წავიდა დაკითხვები და მუქარები, რაც ძალიან დამამცირებელი აღმოჩნდა ჩემთვის.

ამიტომაც დავდექი იმ ადამიანებთან, რომლებმაც დატოვეს პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, საქართველოს პარლამენტის წევრობა არის უდიდესი პასუხისმგებლობის საქმე ყოველმხრივ, მით უმეტეს, ოპოზიციური პარტიიდან და პირად მიმოწერებში, ანა წითლიძის მიერ ჩემთვის გამოგზავნილი წერილები, არის დასტური იმისა, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ ესმის სად იმყოფება და მისი ბრძოლა არის მხოლოდ მოჩვენება და ფარსი.

გუშინ რაც მოხდა საკრებულოს კომისიის სხდომაზე, ეს ყველაფერი მოხდა მისი და ზაზა გოროზიას კარნახით, რომელმაც, გუშინ დილით, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა კომისიის წევრებს.

ზაზა გოროზიამ და წითლიძემ ჩათვალეს, რომ დაგვსაჯეს ისინი, ვინც არ დავრჩით იმ სიმახინჯეში, რომელიც შეიქმნა პარტიაში ბოლო დროს და ეს გააკეთეს ქართული ოცნების წევრებთან კოლაბორაციაში. ფართო საზოგადოების წინაშე გამომაქვს ერთ-ერთი ამონარიდი ანი წითლიძისა და ჩემი მიმოწერიდან. ბოდიშს გიხდით ყველას იმ სიტყვებისთვის, რაც აქ წერია, ვთვლი, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს, თუ ვინ არის სინამდვილეში ეს კანონმდებელი.”- წერს მაია კუკავა.

Post navigation

Previous: როგორც ჩანს, გახარია და მისი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ღალატობს
Next: ბოლო გაფრთხილება! ვინც ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს სასწრაფოდ დატოვეთ ჩემი “სამეგობრო” – ლალი მოროშკინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.