Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამწუხაროდ, ამათთან კობახიძეც მართალია – თამარ ჩერგოლეიშვილი

მარშალ პრესი 19/01/2024
თამარ-ჩერგოლეიშვილი

“წლებია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა ხალხს გაერთიანებას პირდება და წლებია, ამაშიც ლუზერია.”– წერს ოპოზიციაზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

“ანუ ხალხს ცრუ მოლოდინს უქმნიან, თითქოს გაერთიანებაა პანაცეა და მერე ამ ცრუ მოლოდინსაც უცრუებენ. სინამდვილეში, მიზნის გარშემო ერთიანობა ამ პოლიტიკოსებს არ სურთ.
მათ სურთ საკუთარი ფიგურის გარშემო ერთიანობა.

მიზნის გარშემო ერთიანობა რომ სურდეს მაგალითად გვარამიას – ცალკე ძალას რატომ შექმნიდა? მიშას მიზნებთან დაპირისპირებულია გვარამია? თუ დაპირისპირებულია, რატომ არ იძახის რაშია დაპირისპირებული?

თუ მიშას არ უპირისპირდება, ცალკე ძალას რატომ ქმნის? ნაცებს რატომ არ უერთდება? დამატებით ფრაგმენტაციას რატომ ახდენს, თან “ერთიანობის” სახელით?
პასუხს გონიერი ადამიანი თავადაც მიხვდება.

გვარამიას თვითონ უნდა პირველობა და ერთიანობაშიც მის გარშემო ერთიანობას მოიაზრებს. შინაარსობრივი სხვაობა ხაბეიშვილს, გვარამიას, ხაზარაძესა და პირობით ლომჯარიას შორის არ არსებობს – მხოლოდ ეგო განასხვავებთ. (ვიღაცას თუ ხაბე უფრო ეგოიმება, ცოტა ხანს აცადოს და მაგასაც ჩააცმევენ ბოტეგას ტუფლებს).

ვერ ერთიანდებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პირველობას ვერ იყოფენ. საქართველოს მოქალაქეების ინტერესები არ ყოფს ამ პოლიტიკოსებს შინაარსობრივად – მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ეგო ყოფს და ამ ეგოს დასაბუსტი ერთიანობაა მათი მიზანი. სამწუხაროდ, ამათთან კობახიძეც მართალია.”- წერს ჩერგოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
Next: ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს, იმედია, ამ ფაქტზე რეაგირება იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.