Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შანხაი არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი და მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია ჩინეთში, როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს წრეებთან

მარშალ პრესი 18/01/2024
ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, ჩინეთში მიმდინარე შეხვედრებს აფასებს.
ჩიქოვანის თქმით, შეხვედრები გრძელდება შანხაიში, რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი.

„ვიზიტი გრძელდება, გვაქვს შეხვედრები შანხაიში. შანხაი არის, განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი მუნიციპალიტეტი, რომელშიც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი.

აქ ხაზია გასასმელი იმაზე რომ, აქ შექმნილია ახალი სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს ლოჯისტიკის განვითარებას და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ვაჭრობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია ჩინეთში, როგორც პოლიტიკურ წრეებთან ასევე ბიზნეს წრეებთან და ვიზიტის ფარგლებში უკვე გვქონდა შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასევე გვექნება შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს ჰაბებში“.- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Post navigation

Previous: შანხაი ჩინეთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა – ირაკლი კობახიძე
Next: ჩინეთში ვიზიტზე-შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული იყო საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები, რაც დიდ შესაძლებლობას უხსნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.