Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამს დაესწრო

მარშალ პრესი 18/01/2024
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამს, სახელწოდებით – “ვაშენებთ ხვალინდელ ევროპას”.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა მიწვეულ სტუმრებს. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.
მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს  ასევე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა ბრენდე ბორგემ, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა, ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა  და ვაჭრობის ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკიმ, კანადის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა კრისტია ფრილენდმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

Post navigation

Previous: პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
Next: ის თუ გაახსენდა მერის პოსტზე რა ანგარიშით წააგო კახასთან? ამ გამოხტომებით ვერც კახას ავნებს და ვერც პროცენტს მოიმატებს 2024 წლის არჩევნებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.