Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით – “დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში”

მარშალ პრესი 18/01/2024
202

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით – “დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში”.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა დიალოგის მონაწილეებს.

დიალოგის მონაწილეებმა ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის გაფართოებისა და ამ პროცესში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ახალი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დიალოგში მონაწილეობდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდერ ვუჩიჩი, ჩრდილო მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოჟკო სპაჟიკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნასიო კასისი, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტანია ფაჯონი, ბოსნია და ჰერცოგოვინის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ბორიანა კრიშტო და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე.

პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი.

Post navigation

Previous: ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, – 7%. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 1 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზე იყო
Next: კალაძის წინააღმდეგ ერთიანად გახსნილი ფრონტი არაობიექტური და დესტრუქციული უფრო მგონია – ირაკლი ლატარია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.