Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კონკურენციის სააგენტომ 2 კომპანია დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

მარშალ პრესი 18/01/2024
კონკურენციის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ შპს „ფარმასის“ და შპს „პიქსელ ტაჩის“ მხრიდან უწყების მიერ დადგენილი ვალდებულებები არ შესრულდა. შესაბამისად, სააგენტომ ორივე კომპანიას – შპს „ფარმასს“ 4269,7 ლარი, ხოლო „პიქსელ ტაჩს“ 11 859,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ – კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ორივე კომპანიის შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეებს ევალებოდათ – 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 98 შეთანხმება გაფორმდა.

 

 

Post navigation

Previous: პირველი შემთხვევა არაა, რომ კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ – ზოგადად, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა
Next: რეალურად ვიცით, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია და მათთან თანამშრომლობს – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.