Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან დამწყდა გული, ხატი რომ წააბრძანეს “გადასაკეთებლად, გთხოვთ, ფერაძის “დაწუნებულს” არ ახლოთ ხელი, დაგვიტოვეთ” – მაია ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 18/01/2024
მაია ნიკოლეიშვილი1

ძალიან დამწყდა გული, ხატი რომ წააბრძანეს “გადასაკეთებლად.” – წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება სამების საკათედრო ტაძრიდან, დედა მატრონას იმ ხატის წაბრძანებას, რომელზეც სტალინთან შეხვედრის ეპიზოდიც არის ასახული.

“იქნებ, დაგვითმონ ის ხატი, როგორიც არის, უცვლელად, და ხატწერის თანხებს დავფარავთ, მეგობრები, თანამოაზრეები, უმორჩილესად გთხოვთ. და ახალი ხატი დაწეროს ხატმწერმა, ისეთი, როგორიც კანონიკაში ჯდება და ფერაძესაც მოეწონება.

გთხოვთ, ფერაძის “დაწუნებულს” არ ახლოთ ხელი, დაგვიტოვეთ ამდენი ადამიანის ლოცვააღვლენილი წმინდანის ხატი უცვლელად, ხატის ხელუხლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რწმენისთვის.

მოგვეცით, გთხოვთ, ეს ხატი… შემინდე, უფალო, მე, ცოდვილს. შეგვეწიე და დაგვეხმარე, წმინდაო მატრონა მოსკოველო”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტს შეხვდა
Next: პირველი შემთხვევა არაა, რომ კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ – ზოგადად, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.