Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო ეკონომიკურად იმდენად მიმზიდველი გახდება პოლიტიკური სტაბილურობის და უსაფრთხოების ფონზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც ძალიან მიმზიდველი იქნება ჩვენს სივრცეში დაბრუნება

მარშალ პრესი 17/01/2024
ეკა სეფაშვილი

„ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობის შენარჩუნება არის ის ორი ძირითადი მაგისტრალი, რასაც მმართველი ძალის დეოკუპაციის პოლიტიკა ემყარება“ , – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი, რომ შესაძლოა საქართველომ 2030 წლისთვის ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, სრულიად მოსალოდნელია, რომ გამართლდეს.

„შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, 2015 წელს, როცა ეკონომიკური ჯგუფის მიმართულებებს განსაზღვრავდა, თქვა, რომ 2030 წელს საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდებოდა. სხვათა შორის, ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებით დამტკიცდა. ვუყურებთ საქართველოს შთამბეჭდავ, ეკონომიკურ ზრდას და, ამავდროულად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისათვის მშვიდობიანი პოლიტიკა გვაქვს გამოცხადებული. ყველაფერს ამას თუ დავაჯამებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველო ეკონომიკურად იმდენად მიმზიდველი გახდება პოლიტიკური სტაბილურობის, უსაფრთხოების, მშვიდობის დაცვის სფეროში, ასევე, კეთილდღეობის გაზრდისა და შენარჩუნების თვალსაზრისით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც ძალიან მიმზიდველი იქნება ჩვენს სივრცეში დაბრუნება. ასევე, რუსეთს, ამასთან დაკავშირებით, ალბათ, მოუწევს გარკვეულ კომპრომისზე წასვლა.

ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობის შენარჩუნება არის ის ორი ძირითადი მაგისტრალი, რასაც ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკა ემყარება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით – “გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა”
Next: დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ – გახარიას პარტიის წევრის აღიარებამ ანა წითლიძე აღაშფოთა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.