Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში გასული წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა

მარშალ პრესი 17/01/2024
1205

უმცროსი სერჟანტი ჯონი თოფურია სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე პარაკარატისტია, რომელიც ოთხგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი, შესაბამისმა ფედერაციებმა. საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ერთადერთი სპორტული მედიაკავშირი JAKO -ს საიუბილეო საღამოს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მთავარი სპონსორი და მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

Post navigation

Previous: წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება ახალმა კომპანიამ დაიწყო
Next: საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ბევრ ევროპულ ქვეყანას დაასწრო და ეს უდიდესი მიღწევაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.