Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს

მარშალ პრესი 17/01/2024
ირაკლი კობახიძე

დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს – განაცხადა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მიეცათ საქართველოს სტატუსი“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს.

„დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. ეს გასაკვირი არ არის, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, ეს საბოტაჟი გაგრძელდება ამ მიმართულებით. ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა, როგორი წარუმატებელიც იყო მათი ეს მცდელობები კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე წარუმატებელი იქნება მომავალშიც, შესაბამისად, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორ ებრძოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. არცერთი წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან არ არის ამ საკითხებში სუფთა საქართველოს წინაშე
Next: მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.