Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა

მარშალ პრესი 17/01/2024
8243300f-6b70-452a-9c15-9b54e4edaf4f

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში, დავოსში ვიზიტი დაიწყო.  მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან – ლევენთ ჩაკიროღლუსთან გამართა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე – ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.

მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველო არაერთი მიმართულებით არის ხელსაყრელი, მათ შორის  IT სექტორში ქვეყანას  აქვს  ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და დინამიკურად ვითარდება.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ქვეყნის დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკის შედეგად ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

Koç Holding – ი არის უმსხვილესი თურქული კომპანია, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს 500  კომპანიას შორისაა. ის თურქეთის ბაზრის გლობალური მოთამაშეა. მას აქვს წამყვანი პოზიციები კონკურენტუნარიანი უპირატესობებით ენერგეტიკაში; საავტომობილო, ფინანსურ სექტორებში. კომპანიას საწარმოო ობიექტები აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში, ექსპორტს ახორციელებს 150 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის – ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, იტალიაში, რუმინეთში, ავსტრალიაში, ჩინეთში და ა.შ.

კომპანიაში დასაქმებულია 105,000 ადამიანი და მისი შემოსავალი 34,97 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საქართველოში Koç Group-ი რამდენიმე სასტუმროს ფლობს.

Post navigation

Previous: სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს ორმხრივად აღდგება
Next: „ვინაა ახალი სახე? ხაზარაძეა ახალი სახე? თუ ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილი? თუ სამადაშვილია ახალი სახე? ეს არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.