Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიახ, წელს მართლაც გვექნება „ცხელი შემოდგომა”, ოღონდ მის სიმხურვალეში შარშანდელი ვერშემდგარი გამჩაღებლები დაიწვებიან

მარშალ პრესი 17/01/2024
ქართველიშვილი

ოპოზიციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების აღიარებების შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აცხადებს, რომ ამ აღიარებების მოწმეთა რიცხვი იზრდება, რაც შესაძლოა გახდეს იმის საფუძველი, რომ მათ მოუწიოთ ნაცმოძრაობის გამსამართლებელი მცირე „ნიურნბერგის” წინაშე წარდგომა.

„როდესაც კაკო ბობოხიძის აღიარებას ვუსმენდი: „რომ არა ჩვენი საარჩევნო მანიპულაციები 2012 წლის 1 ოქტომბერს, „ოცნება“ 60-70 პროცენტს აიღებდა”, მისი ჩვენება იმ საარქივო მასალებში შევინახე, რომლის ბაზაზე აუცილებლად შეიქმნება მოწმეთა ის სია, ვისაც მოუწევს მომავალი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ნაცმოძრაობის გამსამართლებელი მცირე „ნიურნბერგის” წინაშე წარდგომა.

როდესაც ვუსმენდი მამუკა გამყრელიძის აღიარებით ჩვენებას: „დადიოდნენ ევროდერეფნებში და იხვეწებოდნენ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭებას. როგორ არ დადიოდნენ, მეც მანდ ვიყავი” – კიდევ ერთი მოწმე დავამატე კომისიის წინაშე გარდაუვალი ჩვენებების მისაცემად გამოსაძახებელი კონტინგენტის სიაში. რაც უფრო ვუახლოვდებით 2024 წლის შემოდგომას – მსგავსი აღიარებების ნუსხა მხოლოდ გაფართოვდება და თამამად შეგვიძლია დავაანონსოთ: დიახ, წელს მართლაც გვექნება „ცხელი შემოდგომა”, ოღონდ მის სიმხურვალეში შარშანდელი ვერშემდგარი გამჩაღებლები დაიწვებიან…“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის ზრდის შესახებ განცხადებას ავრცელებს
Next: არ ვაპირებთ, „ხელმოცარული აგენტების“ ისტერიულ კამპანიას ავყვეთ – წერეთლის გამზირის პროექტსაც დავასრულებთ და სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებსაც განვახორციელებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.