Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვხედავთ, რომ ოპოზიციაში არის ქაოსი, გვაქვს ღრმა რწმენა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოვიპოვებთ მნიშვნელოვან გამარჯვებას

მარშალ პრესი 16/01/2024
ირაკლი ჩიქოვანი

დღეს, ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციაში არის ქაოსი. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, ასე არის უკვე რამდენიმე წელია, მას შემდეგ, რაც მათ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმა არ გამოუვიდათ და ვერ აღასრულეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, განაცხადა.

ჩიქოვანის განცხადებით, მმართველ გუნდს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, რომლითაც ამომრჩევლების წინაშე წარდგება და არჩევნებზე გამარჯვებას მოიპოვებს.

“ყველა კარგად ხვდება, რომ მათ არანაირი დღის წესრიგი არ აქვთ, არ შეუძლიათ, პოზიტიური შეთავაზებების წარდგენა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსის მატარებელი პოლიტიკა, მათი პოლიტიკა თავიდან ბოლომდე, პირდაპირ დესტრუქციაზეა დაფუძნებული. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლითაც „ქართული ოცნება წარდგება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და გვაქვს ღრმა რწმენა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოვიპოვებთ მნიშვნელოვან გამარჯვებას.“ – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

Post navigation

Previous: თბილისის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა კომპანიას, რომელიც წერეთლის გამზირის აღდგენაზე მუშაობდა
Next: ორმხრივი ურთიერთობის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.