Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზელენსკი სთხოვს შვეიცარიულ მხარეს, რომ ჩინეთი აუცილებლად უნდა დაესწროს მშვიდობის სამიტს – ნეტავ, ჩვენი „ნამუსახდილი“ „პოლიტიკოსები“ რას ფიქრობენ ამ განცხადებაზე?

მარშალ პრესი 16/01/2024
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ზელენსკი სთხოვს შვეიცარიულ მხარეს, რომ ორგანიზება გაუწიოს „მშვიდობის სამიტს“ და ასევე, აუცილებლად დაესწროს მას ჩინეთი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება რამდენად არაადეკვატურია ქართული რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური შეფასებებისას, როცა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას აკრიტიკებენ.

„ზელენსკი სთხოვს შვეიცარიულ მხარეს, რომ ჩინეთი აუცილებლად უნდა დაესწროს სამიტს…

ნეტავ, ჩვენი „ნამუსახდილი“ „პოლიტიკოსები“ რას ფიქრობენ ბატონი ზელენსკის განცხადებაზე?

აბა, ავტორიტარული, კომუნისტური ჩინეთი შეუთავსებელია ცივილიზებულ სამყაროსთანო?

გუშინ ერთმანეთს ასწრებდნენ გახარიები, „ლელოები“ და ქართველი „უსამშობლოები“, თუ ვინ უფრო მეტ სიგიჟეს იტყოდა ქართულ-ჩინურ სტრატეგიულ ურთიერთობაზე…

ამ დროს კი ჩვენი დელეგაცია უმაღლესი დონის შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთში, რაც საქართველოს როლს გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე უფრო მეტად აქტუალურს ხდის.

აი, რატომ არის მმართველ პარტიასა და პარაზიტ ოპოზიციას შორის რეიტინგებში უპრეცედენტო მასშტაბის განსხვავება – საქართველოს ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს, რომ ქვეყანა მიმზიდველი იყოს, როგორც დასავლეთის, ასევე – აღმოსავლეთისათვის, სტრატეგიულ პარტნიორობას უწევს ჩინეთსა და ევროპისაკენ ყველაზე უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფას აორგანიზებს, ხოლო, ჩვენი „უსამშობლო“ პოლიტიკანები, საკუთარი პოლიტიკური უპერსპექტივობის გადასაფარად, ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.

ჰოდა, პატივცემულო რადიკალებო, კი ხართ ჩაფლულები ყელამდე და 2024-ის არჩევნებზე ყვინთაობაც მოგიწევთ!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ქართველ ხელბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავ – ირაკლი კობახიძე
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს − ჭოუ ციენს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.