IMG.GE ___________________________________ IMG.GE

უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე, ოთო კახიძისა და სალომე სამადაშვილის მიერ პრემიერ გიორგი გახარიასთვის დასმულ კითხვებს გამოეხმაურა, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლას ეხებოდა.

„ძალიან საინტერესო ამბავია: 20 ივნისთან დაკავშირებით საუბრობს ხალხი, რომელმაც გავრილოვის პროვოკაციაზე წინასწარ შეთანხმებულად, აქციები მოაწყო, აქ საშვები დაუშვა და შეთანხმებულად მოქმედებდნენ და მერე მაგათმა ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ აღიარა – იმიტომ გავაკეთეთ ეს ყველაფერიო, რომ სისხლი დაღვრილიყოო…

ეს ჩვენი მოგონილი ხომ არ არის, კაცო? და ეს ის ხალხია, რომელიც გავრილოვის შემოყვანაზე კი არ უნდა საუბრობდეს, იმაზე უნდა საუბრობდეს, რომ 2008 წელს 7-8 აგვისტოს მალავდა რუსეთის არმია რომ იყო საქართველოში შემოსული და მათ მთელი საქართველო დაუთმო და ახლა აგერ ახლოს გაიარეთ და ნახავთ, რუსული ბაზები რომ არის წამოჭიმული თქვენი („ნაციონალურ მოძრაობას“ გულისმოხს) მეშვეობით, რომელიც გაყვანილი იყო აქედან 1999 წლის ეუთოს სამიტის საფუძველზე და იმ ბაზების რეანიმაცია რომ გააკეთებინეთ და უფრო ძლიერი, რაკეტული სისტემები დააყენებინეთ რუსებს!
ჩემი შეკითხვაც ახლა აქედან გამომდინარეობს, ამ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით: ყველა აღიარებს ჩვენი ხელისუფლების ნატო-სთან და შეერთებულ შტატებთან ძალიან ახლო ურთიერთობებს, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში და ყველა ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ვიცით, რომ საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ტექნიკა იყო გადმოცემული და კიდევ არის დაგეგმილი ჯავშანსაწინააღმდეგო, ე.წ. ჯაველინების გადმოცემა, რომელსაც მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებს აძლევს შეერთებული შტატები და პლიუს, ევროკავშირის ქვეყნები გვაძლევენ საჰაერო დაცვის სისტემებს.

აი, ამაზე გვინდა დეტალური ინფორმაცია, ბატონო პრემიერო და კიდევ იმასთან დაკავშირებით, რომ 2 აპრილს სამიტი ჩატარდა, ნატოს მინისტერიალი, სადაც საქართველო აღიარებულ იქნა, როგორც შავ ზღვაში სტრატეგიული პარტნიორი, ეს უნიკალური შემთხვევაა და იქნებ, ამასთან დაკავშირებით ცოტა დეტალურად მოუყვეთ საზოგადოებას, რომ აი ამათმაც („ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობს) გაიგონ, რომლებიც რუსეთზე მუშაობდნენ მთელი ცხოვრება – თუ რა პროცესი მიდის საქართელოში“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება