Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩინეთთან ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკურად დასავლეთის ჩინეთით ჩანაცვლების მცდელობა, უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის

მარშალ პრესი 15/01/2024
ბოკუჩავა თინა

თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს ეხმაურება. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხაზს უსვამს პეკინთან ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობას, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია დასავლეთის ჩინეთით ჩანაცვლებას ცდილობს.

„ჩინეთთან ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, მათ შორის თავისუფალ სამყაროში. მაგრამ პოლიტიკურად დასავლეთის ჩანაცვლების მცდელობა კომუნისტური ჩინეთით, რასაც ვხედავთ, მათ შორის ახლა, ამგვარი პოლიტიკური ვიზიტით და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაახლოების მცდელობით, არის უკიდურესად საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ“, – ამბობს ბოკუჩავა.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს.ქართული ოცნების თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი.

Post navigation

Previous: თაღლითი მამუკა ხაზარაძისა და მოღალატე გიორგი გახარიას “პოლიტიკური თოჯინები” უნისონში გმობენ საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას
Next: საერთაშორისო საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები იმედისმომცემია იმისთვის, რომ 2024 წელსაც იყოს დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.