Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაშინ, როდესაც მსოფლიოს ახალი გადანაწილება მიმდინარეობს, ჩვენი „ნამუსახდილი“ რადიკალები კვლავ თავისას ერეკებიან – არანაირი პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, მხოლოდ – ლიბერალური „მეინსტრიმ“ კონიუნქტურა

მარშალ პრესი 15/01/2024
ქადაგიძე

„ნამუსახდილი“ პოლიტიკოსები უნდა გაირიყოს ქართული პოლიტიკიდან და ასეთი გარიყვის საუკეთესო საშუალება 2024 წლის არჩევნებია“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, რომლის თქმით, „რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით ვხედავთ, არის რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე – ეს არის ამერიკისა და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები“.

ქადაგიძის თქმით, ამიტომაცაა, რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას დიდი მხარდაჭერა აქვს ქართულ საზოგადოებაში, რადგან შინ თუ გარეთ პოლიტიკური რეალიზმითა და საზოგადოებრივი ინტერესებით ოპერირებენ.

„შაპიტოს ცირკმა“, „ლელოდ“ წოდებულმა, პლუშის თოჯინა გამოდგა არენაზე და ამანაც სიბრძნეების ფრქვევა დაიწყო…

მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკური კატაკლიზმების კვალდაკვალ, მსოფლიოს ახალი გადანაწილება მიმდინარეობს და სულ უფრო მეტად აქტიურდება მოთხოვნა მრავალპოლუსიან პოლიტიკურ მსოფლიოზე, ჩვენი „ნამუსახდილი“ რადიკალები კვლავ თავისას ერეკებიან – არანაირი პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, სახელმწიფო ინტერესები, მხოლოდ – ლიბერალური „მეინსტრიმ“ კონიუნქტურა და სხვა ქვეყნ(ებ)ის ინტერესებს მორგებული საქართველო…

ამიტომაცაა, რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას დიდი მხარდაჭერა აქვს ქართულ საზოგადოებაში, რადგან შინ თუ გარეთ პოლიტიკური რეალიზმითა და საზოგადოებრივი ინტერესებით ოპერირებენ.

აქედან გამომდინარე, „ნამუსახდილი“ პოლიტიკოსები უნდა გაირიყოს ქართული პოლიტიკიდან და ასეთი გარიყვის საუკეთესო საშუალება 2024 წლის არჩევნებია“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ამინდის პროგნოზი
Next: პოლიტიკურ უმეცართა მხრიდან ჩინეთთან ურთიერთობა პოლიტიკურ დასავლეთზე რევანშად ფასდება – ამ ურთიერთობების კრიტიკა უადგილოა და მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივ მიზანს ემსახურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.